დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“ მათემატიკის ოლიმპიადას - „ბი ჯი ჯენერეიშენ 2012“ - პრეზენტაციას
უმასპინძლებს.
ოლიმპიადა
საქართველოს მასშტაბით 5 თვითმართველ ქალაქსა და 59 მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მე-2
- მე-11 კლასის 10 000-მდე მოსწავლე. პროექტის
„ბი ჯი ჯენერეიშენ 2012" ორგანიზატორია ა/ო „ბიზნეს ჯგუფი",
ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტრო.
მათემატიკის ოლიმპიადა 20 მაისს დაიწყება და 10 ივნისამდე გასტანს. კონკურსი სამი ეტაპისგან
შედგება. ოლიმპიადის მონაწილეთა პასუხებს ფიზიკა-მათემატიკის კვალიფიციური
პროფესორ-მასწავლებლები შეაფასებენ.
მათემატიკის ოლიმპიადის „ბი ჯი ჯენერეიშენ" გენერალური
სპონსორია „კავკასუს ონლაინი". კონკურსის საპრიზო ფონდია 10 000 ლარი.
პროექტის მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და მათი
ტალანტის განვითარების ხელშეწყობა.
Internet.ge