GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მერია სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების მეორე ეტაპს იწყებს
11:12 16.05.2012
დღის სიახლეები

თბილისში, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. თბილისის მერიის ორგანიზებით, ისინი დროებით თავშესაფრებში არიან გადაყვანილი. დაზარალებულები მერიამ პირველადი მოხმარების ნივთებითა და საკვებით უზრუნველყო.

დღეს, უკვე მეორე ეტაპი დაიწყება, როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს,  მეორე ეტაპი დაზარალებულთა ფულად დახმარებას ითვალისწინებს. დაზარალებულებს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ 500-500 ლარს გადასცემს.

რამდენიმე დღეში კი, მესამე ეტაპი დაიწყება, რომელიც დაზარალებული ოჯახების საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფას გულისხმობს. ამისთვის საჭირო 10 000 დოლარს ამერიკული ორგანიზაცია „ამქორი“ გადარიცხავს.

რაც შეეხება სტიქიით მიყენებულ ზარალს, როგორც პრესსამსახური აცხადებს, სპეციალური ჯგუფები ზარალის ოდენობას ამ დრომდე არკვევენ. 

შეგახსენებთ, რომ 12 მაისს თბილისში მოვარდნილმა წყალდიდობამ დედაქალაქის ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები დააზიანა. დაიღუპა 5 ადამიანი.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის თარიღი უცნობია1
შს მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნას შოთა უტიაშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს2
პატრიარქის ნათლულთა რეგისტაცია დღეს სრულდება3
მიხეილ სააკაშვილი: გილაურმა მთავრობის მართვა განსაკუთრებულად რთულ პერიოდში შეძლო4
მერია სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების მეორე ეტაპს იწყებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X