GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პედაგოგთა გამოცდების ბარიერი უპრეცედენტო რაოდენობამ გადალახა
12:13 16.05.2012
დღის სიახლეები

წელს პირველად,  საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში გამოცდა ჩატარდა.  მასწავლებელთა  უპრეცედენტო რაოდენობამ გადალახა ბარიერი და მაღალი შედეგები აჩვენა,   ბიოლოგიაში ექსპერიმენტული ნაწილი პედაგოგთა 90%-მა ჩააბარა;  ფიზიკაში- 83%-მა;  ქიმიაში  - 74%-მა.

გამოცდაზე პედაგოგებს ის ცოდნა მოეთხოვებოდათ, რაც აუცილებელია თანამედროვე ”აინშტაინის ლაბორატორიაში” პრაქტიკული მეცადინოებების მაღალ დონეზე წარმართვისათვის.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდების მაღალი შედეგები  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  მიერ ორგანიზებულმა ეფექტურმა ტრენინგებმა და სკოლების  ”აინშტაინის ლაბორატორიებით” აღჭურვამ განაპირობა.

„პედაგოგთა მოტივაციის ამაღლებაში ასევე მნიშვნელოვანია გაზრდილი ხელფასების ფაქტორი - ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის ექსპერიმენტულ ნაწილში  გამოცდის ჩაბარების შემდეგ, პედაგოგი ხელფასზე დანამატის სახით 75 ლარს მიიღებს“,- აცხადებენ სამინისტროში.

მასწავლებელთა სერტიფიცირების მიზანი, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და ხელფასების ზრდაა. საბოლოოდ, სერტიფიცირებული მასწავლებლების სახელფასო სქემა ასეთია: სერტიფიცირების დანამატი 75 ლარი; დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში - 200 ლარი; ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში ხვდებიან, ხელფასი 1000 ლარი გაუხდებათ; პედაგოგებს კი, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარეს, ხელფასი კიდევ 75 ლარით გაეზრდებათ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პროპორციული სისტემით ”ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს1
გიორგი ფოჩხუას დღეს დაკრძალავენ2
ტრამპმა „ფოქს-ნიუსთან“ საქართველოზე ისაუბრა3
ცხინვალი ეუთოს მისიას ისევ უპირისპირდება4
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ბიუჯეტი სავსეა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X