სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა
- ვიდეოპაემნის
შესახებ ისაუბრა და ერთ წლინი შედეგები შეაჯამა.
ხათუნა კალმახელიძის ინფორმაციით, პროექტის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე, ვიდეოპაემნის
განხორციელება თბილისისა და ქუთაისის პრობაციის ბიუროებთან ერთად, ამიერიდან ბათუმის ბიუროდანაც არის შესაძლებელი.
დღეიდან,
მსჯავრდებულთან
ვიდეოპაემნის
საშუალებით
დაკავშირების
მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ელექტრონული რეგისტრაცია პრობაციის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე (http://www.probation.gov.ge/?action=page&p_id=106&lang=geo) გაიარონ.
ამ
ეტაპზე, სერვისი
№11 არასრულწლოვანთა, ქსნის №15, რუსთავის №16 და №17 დაწესებულებებში
ხორციელდება.
კალმახელიძის ინფორმაციით, ვიდეოპაემნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა ეტაპობრივად სხვა დაწესებულებებშიც გრძელდება იმისათვის, რომ მსჯავრდებულებს
ახლობლებთან მუდმივი ურთიერთობა ჰქონდეთ.
მნიშვნელოვანია,
რომ მსჯავრდებულებთან
დაკავშირების
მსურველ პირთა წრე შეუზღუდავია, ვიდეოპაემნის ხანგრძლივობა 15
წუთით განისაზღვრება, სერვისით სარგებლობა კი, თვეში სამჯერ არის შესაძლებელი.
მისი განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში, დაწესებულებებში, მსჯავრდებულებთან 1000-მდე
ვიდეოპაემანი
განხორციელდა.
Internet.ge