„თავისუფალი საქართველო“: ქუთაისში, კარვებში მცხოვრები ქურთები მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან
პარტია „თავისუფალი საქართველო“
ირწმუნება, რომ ქუთაისში კარვებში მცხოვრები ქურთები ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს პარტიის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაიამ აცნობა, ეს ადამიანები გამოირჩევიან აგრესიით და მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო მცირეწლოვანი ბავშვების მათხოვრობაა.
ისინი ხშირად საფრთხეს უქმნიან ადგილობრივ მოსახლეობას.
„ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის სანაპიროსთან, რამოდენიმე წელია გაჩნდა კარვების ქალაქი, სადაც თურქეთის რესპუბლიკიდან დევნილი ქურთები ცხოვრობენ. კარვებში თავიდან, რამოდენიმე ათეული ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი - ასობით არიან. ამ პირებს არ აქვთ პირადობისა და ბინადრობის მოწმობები. პარტია „თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს, ერთად გავიაზროთ საკითხის სიმძიმე და ერთად მოვიძიოთ გამოსავალი“,-
ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Internet.ge