GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა
10:33 17.05.2012
დღის სიახლეები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოხსენების თანახმად, დედამიწაზე სიკვდილის შემთხვევების ორი მესამედის გამომწვევი მიზეზი გულის დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნე, დიაბეტი და სხვა არაგადამდები დაავადებებია. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლიზა შლეინი ჯანდაცვის ორგანიზაციის მოხსენების დეტალებს ჟენევადან არკვევდა.

 

არაგადამდები დაავადებები მხოლოდ მდიდარი ქვეყნების პრობლემა არ არის. კვლევაში ნათქვამია, რომ სიკვდილიანობა 70 წლამდე ასაკის ადამიანებში ღარიბ ქვეყნებშიც გაზრდილია. მიზეზები, ძირითად შემთხვევებში, გულსისხლძარღვთა დაავადებები და ავთვისებიანი სიმსივნეა.

 

კვლევაში ნათქვამია, რომ მსოფლიშო სამი მოზრდილი ადამიანიდან ერთს სისხლის წნევა აწუხებს. მოხსენების მიხედვით, ერთ-ერთი პრობლემა დიაგნოზის გარეშე ცხოვრებაა. შესაბამისად, ისინი არ მკურნალობენ ადგილობრივ დონეზე, რაც ხელს უწყობს ადრეულ ასაკში სიკვდილს.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკის დეპარტამენტის დირექტორი ტიეს ბოერმა აცხადებს, რომ ქრონიკული დაავადებების გამომწვევი რისკფაქტორები მთელ მსოფლიოში საერთოა.

 

„რასაკვირველია, მათ შორის ყველაზე კარგად ცნობილია თამბაქო. სისხლის წნევის მომატება მთელი მსოფლიოსთვის დამახასიათებელია. თუმცა, ეს მაჩვენებელი იკლებს მდიდარ ქვეყნებში, მაშინ როდესაც ღარიბ ქვეყნებში კლების ნიშნები არ არის. რისკ-ფაქტორების კიდევ ერთი ჯგუფი ფიზიკური უმოძრაობა და უხარისხო კვებაა. კვლევაში ასევე ყურადღება გამახვილებულია, მსოფლიოში სიმსუქნის ეპიდემიაზე,“ - ამბობს ბოერმა.

 

სიმსუქნის პრობლემა 1980-დან 2008 წლებში საკმაოდ გამწვავდა და ამჟამად, მსოფლიოს მოსახლეობის 12 პროცენტს აწუხებს.  სიმსუქნის მაღალი დონით ამერიკა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონი გამოირჩევა. ამასთან, კვლევის თანახმად, სიმსუქნის ხვედრითი წილი უფრო მეტად ქალებზე მოდის, ვიდრე მამაკაცებზე.

 

მოხსენებაში ყურადღება ბავშვებზეცაა გამახვილებული და ნათქვამია, რომ 1990-იან წლებთან შედარებით, ხუთი მილიონი ბავშვით ნაკლებია დაღუპული დიარეის, წითელას და პნევმონიის დიაგნოზით. ასევე, შემცირებულია სიკვდილიანობის მაჩვენებლი მშობიარე დედებშიც.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გია ქავთარაძემ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა1
ბიძინა ივანიშვილს გაპრემიერება აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრმა მიულოცა2
ცხინვალში გვარების დაბოლოებებს იცვლიან3
ივანიშვილის შეფასებით, დევნილთა შეჭრის საკითხი რაღაც ჯგუფის მიერ ორგანიზებულს ჰგავს4
ფინანსთა მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X