დღეს, საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო
დღე აღინიშნება.
ამასთან
დაკავშირებით, განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა: „თანასწორობა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს წამყვანი ღირებულებაა და ყველა ინსტიტუტის საქმიანობის ფუნდამენტურ პრინციპს უნდა წარმოადგენდეს.ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა მოვახერხოთ ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც თავისუფალი იქნება ნიებისმიერი სახის სიძულვილისგან და სადაც ყველა თანასწორი იქნება განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა,„- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
17
მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ
1990 წლის შემდეგ აღინიშნება. სწორედ ამ დღეს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, ჰომოსექსუალობა
დაავადებათა ნუსხიდან ამოიღო.
Internet.ge