საერთაშორისო შეხვედრაზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებების კვლევის შედეგები განიხილეს
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო შეხვედრაზე დღეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩატარებული კვლევის შედეგები განიხილეს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ბოლოს 3 წლის განმავლობაში, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.
საერთაშორისო შეხვედრა „ალტერნატივა ჯორჯიას“ საინფორმაციო- სამედიცინო ცენტრ „თანადგომას“ და ჰოლანდიური ორგანიზაცია „აინლინე ოუნდატიონ“-ის მიერ განხორციელებული პროექტის „ჰუმანურობა პირველ რიგში“ ფარგლებში, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საქართველოს ნარკოპოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია.
შეხვედრას სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ევროპის ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტები დაესწრნენ.
Internet.ge