დღეს, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
კობა სუბელიანი ფოთის პროფესიულ კოლეჯში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ და დევნილ სტუდენტებს
შეხვდა.
მინისტრთან ერთად იმყოფებოდა განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილიც. მათ სასწავლო
სახელოსნოები დაათვალიერეს. სამინისტროების წარმომადგენლები სტუდენტებს სამომავლო გეგმებზეც
ესაუბრნენ.
თანამედროვე სტანდარტების ფოთის
პროფესიულ კოლეჯში ახალგაზრდები ვაუჩერული დაფინანსების ახალი პროექტის ფარგლებში ჩაირიცხნენ.
ისინი სწავლას 7 მაისიდან შეუდგნენ.
სტუდენტთა შორის 48 დევნილის სტატუსით
სარგებლობს, მათგან 20 სოციალურად დაუცველია და, შესაბამისად, 1000 ლარიანი ვაუჩერით
დაფინანსდა.
კოლეჯი „ფაზისი“ სპეციალისტებს
მომსახურების, მშენებლობისა და ტურიზმის სფეროებისთვის ამზადებს.
2010 წლის შემდეგ კოლეჯში 756 სტუდენტი
ჩაირიცხა, ხოლო კურსდამთავრდებულთა 52% უკვე დასაქმებულია.
Internet.ge