„პირველი სტერეოს" ყოფილი
დირექტორი, დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ ტელევიზიაში "ინტერ სექიურიტ ჯორჯიას"
თანამშრომლები და დაცვის სამსახური უკანონოდ არ უშვებს.
„საჯარო რეესტრმა ტელეკომპანია "პირველი სტერეოს" დირექტორად ტელევიზიის მეწილე ვასილ კობაიაძე დაარეგისტრირა, რასაც ვაპროტესტებდით. გუშინდელი დღიდან
მოყოლებული ამავე ტელევიზიის დამფუძნებელს
სამსახურში არ მიშვებენ. ჩემმა რამდენიმე თანამშრომელმა ტელევიზიაში შესვლა
მოახერხა, თუმცა, მათ დაცვის თანამშრომლები უძალიანდებიან“, - განაცხადა დავით
ზილფიმიანმა.
შეგახსენებთ, რომ 12 მაისს, სასამართლოს გადაწყვეტილებით,
ყადაღა დაედო დავით ზილფიმიანის კუთვნილ წილს შპს "ტელეკომპანია პირველ
სტერეოსა” და შპს "სტერეო+”-ში.
internet.ge