პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პარიზში, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ილია II-ის,
აღსაყდრების 35-ე წლისთავთან და დაბადებიდან 80 წელთან
დაკავშირებით გამართულ საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო.
პარიზში გამართულ ღონისძიებას
ორი ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
როგორც ჟურნალისტებს ღონისძიების შემდეგ ბაქრაძემ განუცხადა, ეს კონცერტი იყო
პირველი ღონისძიება იმ ღონისძიებათა ციკლიდან, რომელიც უწმინდესის იუბილესთან დაკავშირებით, წელს აღინიშნება.
„საფრანგეთში მცხოვრები ყველა ქართველისთვის, ვისაც
ბედნიერება ჰქონდა, რომ
ამ საღამოს დასწრებოდა, ეს დღე ლამაზ
მოგონებად დარჩება. ჩვენი
მიზანია, ქართველ ხალხს
იმ უდიდესი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვის საშუალება მიეცეს, რასაც
მთელი ჩვენი ერი
და ქვეყანა უწმინდესის მიმართ გრძნობს“, - დასძინა სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ უწმინდესის აღსაყდრების 35-ე და დაბადების 80 წელთან დაკავშირებით, სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელსაც დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს. კომისია აღსაყდრების წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებზე იმუშავებს.
internet.ge