ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მონაცემებით, 120 დელეგატიდან 116 „ერთიანი სტუდენტური მოძრაობის“ წარმომადგენელია, ხოლო დარჩენილი ოთხი ადგილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტების დამოუკიდებელ კანდიდატებზე გადანაწილდა.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. შედეგების გამოცხადებიდან ერთ კვირაში 120 დელეგატი თვითმმართველობის პრეზიდენტს დაასახელებს.
internet.ge