დღეს დავით გარეჯში სასულიერო პირთა მსვლელობა მოეწყობა.
მღვდელ-მონაზვნები და მრევლი დავით გარეჯის მონასტრის ლავრიდან უდაბნოს მონასტრისკენ
გაემართებიან, სადაც მსვლელობის დასასრულს პარაკლისი აღევლინება.
გავრცელებული ინფორმაცით, მსვლელობაში მონაწილეობას მეუფე ლუკა, მეუფე ექვთიმე, მეუფე სპირიდონი, მეუფე იაკობი, მეუფე ანდრია, ასევე, 100-ზე მეტი სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირი და 5000-ზე მეტი მორწმუნე მიიღებს.
მსვლელობის
ბოლოს, მონასტერ უდაბნოში, 6 ათასი გარეჯელი მოწამე ბერის სახელზე პარაკლისი შესრულდება.
აქციის ორგანიზატორთა მთავარი მოთხოვნა 6 მაისამდე არსებული
მდგომარეობის აღდგენაა.
internet.ge