საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი ფოთის პროფესიულ კოლეჯში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ და დევნილ სტუდენტებს შეხვდნენ.
სასწავლო
სახელოსნოები
დაათვალიერეს
და
სტუდენტებს
მათ სურვილებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ. ფოთის
თანამედროვე
სტანდარტების
პროფესიულ კოლეჯ "ფაზისში", ვაუჩერული დაფინანსების ახალი პროექტის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტები 7 მაისიდან შეუდგნენ სწავლას. მათ შორის
48 დევნილის
სტატუსით სარგებლობს, მათგან 20 სოციალურად დაუცველია და შესაბამისად,
1000 ლარიანი
ვაუჩერით დაფინანსდა.
კოლეჯი
„ფაზისი“ მომსახურების, მშენებლობისა და ტურიზმის სფეროსათვის შემდეგ სპეციალისტებს ამზადებს: ძრავის შემკეთებელი; სავალი ნაწილის ტექნიკოსი; მებათქაშე; შემდუღებელი; სასტუმრო საქმის სპეციალისტი; სარესტორნო საქმის მწარმოებელი; დურგალი; ელექტრიკოსი; სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი; ზეინკალ-სანტექნიკოსი; მეფილე-მომპირკეთებელი;
რკინა-ბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი; გიდი; ტუროპერატორი; კონდიტერი და სხვ.
პრეზიდენტის
ინიციატივით, წელს პირველად, პროფესიული განათლება ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადავიდა. სახელმწიფო, ყველა მსურველს, ვინც პროფესიულ კოლეჯში სწავლას გადაწყვეტს, 1000 ლარიანი ვაუჩერით აფინანსებს. ახალი პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში სოციალურად დაუცველი სტუდენტები ფინანსდებიან. 2010 წლის შემდეგ კოლეჯში ჩაირიცხა 756 სტუდენტი, ხოლო კურსდამთავრდებულთა
52% უკვე დასაქმებულია.
internet.ge