საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 19 მაისს, იტალიაში,
ემილიის რეგიონში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომლესაც ძლიერი ნგრევა და მსხვერპლი
მოჰყვა, ღრმა მწუხარებას გამოხატავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო უწყება სპეციალურ განცხადებას
ავრცელებს.
„იტალიელ ხალხს ამ მძიმე წუთებში, საქართველო საგარეო საქმეთა
სამინისტრო უცხადებს სამძიმარს და გამოხატავს თანადგომას დაღუპულთა და
დაზარალებულთა ოჯახების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ,
რომ 6
მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იტალიის ჩრდილოეთით კვირას ღამით მოხდა. დღის
განმავლობაში კი სტიქიის ზონაში 80-მდე ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა შორის ყველაზე
ძლიერის მაგნიტუდა 5,1 იყო.
მიწისძვრის შედეგად მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრეულია ათობით შენობა, მათ შორის
ისტორიული ძეგლებიც.
internet.ge