„ახალი მემარჯვენეები“ ხელისუფლებას „უმწეოთა პროგრამაში“ არსებულ პრობლემებზე ინფორმაციას აწვდიან
"ახალი მემარჯვენეები" ქვეყანაში მოქმედ „უმწეოთა პროგრამაში“ არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება პარტიის
თავმჯდომარე დავით გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ახალი მემარჯვენეების" მხრიდან სოციალური დახმარების სფეროში არსებული ნაკლოვანებების წარმოჩენის და მიზანმიმართული კრიტიკის შედეგად ხელისუფლებამ დაიწყო ამ სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე ზრუნვა, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯერ-ჯერობით
რაიმე მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი არ დამდგარა. რეგიონებში, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, უამრავ ფაქტს ვაწყდებით, როდესაც დახმარების მიღებას ბიუროკრატიული ბარიერები ეღობება, შემწეობას იღებენ ოჯახები, ვისაც ის არ
ეკუთვნის,
მაშინ როცა უამრავი გაჭირვებული ადამიანი დახმარების გარეშე რჩება“,- განუცხადა
გამყრელიძემ ჟურნალისტებს და მოთხოვნები
გააცნო, რომელიც ხელისუფლებას გადაეგზავნა:
1. აღმოიფხვრას უთანაბრობა სოციალური დახმარების გაცემისთვის სარეიტინგო ქულების რაოდენობაში, როდესაც ეს ქულა
სხვადასხვაა
თბილისში,
აჭარაში და დანარჩენ რეგიონებში და დადგინდეს ქვეყნის მასშტაბით დახმარების გაცემისთვის სარეიტინგო ქულების ერთიანი ჭერი, კერძოდ სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის დახმარების დანიშვნა ხდებოდეს 100 000 ქულამდე.
2. მკაფიოდ ჩამოყალიბდეს დახმარების გაცემისთვის ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები (მაგ. ტელევიზორი, მაცივარი, ძროხა, ქათამი და ა.შ.) და აღმოიფხვრას ორმაგი ინტერპრეტირების
და სუბიექტური გადაწყვეტილებების
მიღების შესაძლებლობა სოციალური აგენტებისათვის.
3. შესრულდეს " მოქალაქეთა სოციალური დახამარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლი და საჯარო და ხელმისაწვდომი
გახდეს ყველა დაინტერესებული პირისათვის ინფორმაცია ამათუიმ დასახლებულ პუნქტში, თუ ვის და რის საფუძველზე ეძლევა დახმარება.
internet.ge