GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აღსრულების ეროვნულ ბიუროში ახალი სერვისის პრეზენტაცია გაიმართება
11:00 22.05.2012
დღის სიახლეები

სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დღეს, ახალი სერვისის, „გამარტივებული წარმოების“, პრეზენტაცია გაიმართება.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოების მომსახურება ამოქმედდა, რომელიც რეალურ შესაძლებლობას სთავაზობს მხარეებს ვადამოსული ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული დავა სასამართლო პროცედურების გავლის გარეშე, სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით მოაგვარონ.

წარმოების ეს ფორმა განიხილავს თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებს, რომელზეც არსებობს ვალის დამადასტურებელი ცხადი მტკიცებულება, კერძოდ, ხელშეკრულება, ხელწერილი ან შედარების აქტი და რომელიც არ უკავშირდება რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებას.

აქამდე, ამ ტიპის მომსახურებას საქართველოს სასამართლოები ახორციელებდნენ. დღეიდან კი, მოცემულ მომსახურებას სახეცვლილი ფორმით აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს, ხოლო საქართველოს საერთო სასამართლოები შეწყვეტენ გამარტივებული წარმოების განხორციელებას.

გამარტივებული წარმოების მომსახურება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დანერგილი და აპრობირებული. როგორც კვლევებმა აჩვენეს, სააღსრულებო დაწესებულებები მოცემული ტიპის დავების მენეჯმენტს უკეთესად ახორციელებენ.

ახალი სერვისის დანერგვისას აღსრულების ეროვნული ბიურო შვედური და ფრანგული გამოცდილებებისა და საქართველოს საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ტელეკომპანია იმედი: მინდია გოგოჭური მისივე მეგობარმა დაჭრა1
„იმედის“ ახალმა ხელმძღვანელობამ საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი დაითხოვა2
გაბაშვილი: მორალი იმ ადამიანებმა არ უნდა გვიკითხონ, რომლებიც ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით ჟირინოვსკისთან დარბოდნენ3
ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მე-11 რაუნდი გაიმართება4
ჯეიმს აპატურაის ერთ დღიანი ვიზიტი დასრულდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X