GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მანდატურის ინსტიტუტის ქართული მოდელი ლიტვაში დაინერგება
11:08 23.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, დღეს, ლიტვის განათლების მინისტრს - გინტარას სტეპანავიჩუსს შეხვდა.

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მომავალ გეგმებზე იმსჯელეს და როგორც საქართველოს, ასევე ლიტვის განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრეს. 

ლიტვის განათლების მინისტრი - გინტარას სტეპანავიჩუსი  სამინისტროს მიერ განხორციელებული ერთ-ერთი წარმატებული რეფორმით, მანდატურის ინსტიტუტით  დაინტერესდა და ის მზადაა სკოლის მანდატურის სამსახური ლიტვის სკოლებშიც დაინერგოს.

შეხვედრის შედეგად ასევე გადაწყდა, რომ ორ ქვეყანას შორის გაცვლითი პროგრამები ამოქმედდება. ქართველი სტუდენტები ლიტვაში, ხოლო ლიტველი ახალგაზრდები საქართველოს უმაღლეს  სასწავლებლებში ისწავლიან. ამასთანავე, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ლიტველი პროფესორები, ხოლო ქართველი პროფესორები ლექციებს ლიტვის უნივერსიტეტებში წაიკითხავენ.   

დიმიტრი შაშკინმა ლიტველ კოლეგას სისტემაში მიმდინარე სხვა პროექტებიც  გააცნო. საუბარი შეეხო ამჟამად მიმდინარე საატესტატო  გამოცდებს, რომელიც CAT-ის სისტემით, ცენტრალიზებულად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში უკვე მეორე წელია ტარდება.  

მხარეებმა ისაუბრეს ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერებაზე და ყველა იმ სიახლეზე, რომელიც საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, სწავლის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ხორციელდება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოს ტერიტორიაზე წყალდიდობაა მოსალოდნელი1
კაფეში კავკასიელების შეჭრისა და თავდასხმის ამსახველი კადრები ვრცელდება (VIDEO)2
ლაშა შუშანაშვილი საპყრობილეში იმყოფება3
სტუდენტებმა თავდაცვის სამინისტროსკენ მსვლელობა დაიწყეს4
ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობის ტექნიკურ დელეგატად დაინიშნა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X