GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსთავის იუსტიციის სახლს უკრაინის იუსტიციის მინისტრი ესტუმრა
14:37 23.05.2012
დღის სიახლეები

რუსთავის  იუსტიციის სახლს უკრაინის დელეგაცია ესტუმრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ თავის უკრაინელ კოლეგასა და დელეგაციის სხვა წევრებს იუსტიციის სახლის კონცეფცია გააცნო. 

ვაშაძემ სტუმრებს მომსახურების სივრცეები დაათვალიერებინა და სერვისების პროცედურები განუმარტა.

სპეციალურად უკრაინელი სტუმრებისათვის მოეწყო ტური იუსტიციის სახლში, რომლის დროსაც დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, დაკვირვებოდნენ უწყების ფუნქციონირების სპეციფიკას, შეეფასებინათ სერვისების ხარისხი, მათი სისწრაფე და სიმარტივე.

შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა ფილმი „მომავლის საქართველო“ ნახეს, რომელიც ქვეყანაში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს ასახავს.

იუსტიციის სახლი -  იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებების სერვისებსაც აერთიანებს და მოქალაქეს გამარტივებულად და კომფორტულად სთავაზობს. 2012 წლის 26 მაისს ბათუმში პირველი იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ, იუსტიციის სახლები ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურა.

მოქალაქეების დაახლოებით 90%-ს რიგში დგომა 5 წუთზე ნაკლები უწევს, მომსახურების საშუალო ხანგრძლივობა კი 45 წამიდან წუთნახევრამდე მერყეობს. იუსტიციის სახლები უკვე ათასამდე დელეგაცამ დაათვალიერა.

ქართული ნოვაცია წელს გაეროს სპეციალური ჯილდოს  მფლობელიც გახდა.  სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების ნომინაციაში საქართველო პირველი გამარჯვებული სახელმწიფოა მთელს პოსტ საბჭოთა სოვრცეში, დღემდე დსთ-ს და აღმოსავლეთ ევროპის არცერთ ქვეყანას  ეს ჯილდო არ მიუღია.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლილოში ქლორის გაჟონვის შედეგად ინტოქსიკაცია 56 ადამიანმა მიიღო1
გელა ნიკოლაიშვილს მოსამართლემ მოუწოდა არ ესაუბრა დასაცავი პირის საწინააღმდეგოდ2
მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასდაკლების შესახებ დადგენილება უკვე ძალაშია3
მიხეილ სააკაშვილმა ოლიმპიური ნაკრების წევრები მიიღო4
შალვა ნათელაშვილმა თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X