აფხაზეთის
მთავრობის
თავმჯდომარის, გიორგი ბარამის ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ფილმის -"კარლსონი” უფასო კინოჩვენებას დაესწრნენ.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს აფხაზეთის
ლეგიტიმური მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქველმოქმედო აქცია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტის ორგანიზებითა და კინოთეატრ "საქართველოს"
მხარდაჭერით
მოეწყო.
სოციალურად
დაუცველი,
40-მდე დევნილი მოზარდი თბილისში კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტებიდან შეირჩა.
internet.ge