საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის მოადგილე: პაციენტი მალხაზ ბიჭინაშვილი სიკვდილს ებრძვის
ლაგუნა
ვერესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზარალებული მოქალაქე - მალხაზ ბიჭინაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო 24 საათის
განმავლობაში არ შეცვლილა. ის მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში
იმყოფება. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს საუნივერსიტეტო
კლინიკის დირექტორის მოადგილე გელა არაბიძემ განუცხადა.
„პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, პაციენტის
სიკვდილს ებრძვის“, - განაცხადა არაბიძემ.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 21
მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე მოხდა.
ლაგუნა ვერესთან ქვეითად მოსიარულე ორ
მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა, რომელსაც „მე-9 არხის“ საინფორმაციო სამსახურის
უფროსი, თამარ რუხაძე მართავდა. რუხაძესთან ერთად ავტომობილში მისი ორი
თანამშრომელი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილიდან თამარ რუხაძე და ორი ჟურნალისტი
ნარკოლოგიურ ცენტრში გადაიყვანეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ თამარ რუხაძე
მანქანას აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
internet.ge