„ახალი მემარჯვენეები“ აცხადებენ, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში, სკოლა და ბავშვებისთვის საშუალო განათლების მიღება პრობლემას წარმოადგენს.
‘’მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის, მანანა
ნაჭყებიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში
ძალიან ბევრი მოსახლეა, საშუალო სკოლა ჯერ 9 წლიან სკოლად გადააკეთეს და შემდგომ საერთოდ გააუქმეს.
„ბავშვები ცაიშის საშუალო სკოლაში დადიან და მათ ყოველდღიურად 4–5 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა განათლების სამინისტრო სკოლების ოპტიმიზაციის პროგრამის ფარგლებში სოფლებში სკოლებს აუქმებს და ბავშვებს კილომეტრობით უწევთ სიარული მეზობელ სოფლებსა და რაიონებში. ეს სამინისტროს მხრიდან ყოვლად უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი ნაბიჯია. სავსებით ბუნებრივია, რომ ხალხი ვერ გარკვეულა
და ლოგიკურად უჩნდებათ სამართლანი კითხვა – ბოლოს და ბოლოს, ვის მხარესაა განათლების სამინისტრო?“ – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ მოსახლეობასთან
შეხვერდაზე.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს პარტიის პრესსამსახურმა აცნობა, „ახალი მემარჯვენეები“
ხელისუფლებას ცაცხვში
შექმნილი მდგომარეობით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
„ახალი მემარჯვენეები“ მიმართავენ ხელისუფლებას
დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება სოფელ ცაცხვის მოსახლეობის მოთხოვნაზე და დადებითად გადაწყვიტოს იგი – ან აღადგინოს სოფელ ცაცხვის საშუალო სკოლა, ან დანიშნოს უფასო ავტობუსი სკოლის მოსწავლეებისთვის“,- აცხადებენ პარტიაში.
internet.ge