მართლმადიდებელი სამყარო დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა
აღსრულდება .
აღდგომიდან ორმოცი დღის
შემდეგ იესო ქრისტე უკანასკნელად გამოეცხადა თავის
მოწაფეებს იერუსალიმში და უთხრა
მათ: „თქვენ დარჩით იერუსალიმში, სანამ არ შეიმოსავთ ძალას მაღლიდან. თქვენ
მიიღებთ ამ ძალას,
როცა თქვენზე გადმოვა სულიწმიდა; შემდეგ წადით
და უქადაგეთ სახარება ყველას და ნათელი ეცით მამის, ძისა
და სულიწმიდის სახელით“. ამ სიტყვების შემდეგ ქრისტემ აიყვანა ისინი
ზეთისხილის მთაზე, აკურთხა და მათ თვალწინ ამაღლდა ზეცაში. და იქ დაჯდა
მამა ღმერთის მარჯვნივ.
მოციქულები იდგნენ და ზეცისკენ იცქირებოდნენ. მათ გამოეცხადათ ორი ანგელოზი, რომელთაც უთხრეს: „რატომ დგახართ და იცქირებით ზეცისაკენ? იესო, თქვენგან ზეცას ამაღლებული, მოვა ისევე, როგორც თქვენ იხილეთ იგი აღმავალი
ზეცას“. მოციქულებმა თაყვანი სცეს ქრისტეს და სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში.
Internet.ge