დღეს, თსუ-ის ტურიზმის საერთაშორისო სკოლაში სწრაფი გრანტების
პროექტის „იდეა+"-ის მორიგი კონკურსი გამოცხადდება.
კონკურსის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის
საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მეგრელიშვილი ისაუბრებს.
პროექტ „იდეა+"-ის პირველ ეტაპზე სამინისტრო შეარჩევს საუკეთესო იდეებს და განსახილველად გადასცემს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს. სათათბიროს გადაწყეტილებით კი, საუკეთესო პროექტები 2000-5000 ლარამდე ოდენობის გრანტით დაფინანსდება.
კონკურსი, საუკეთესო ტურისტული პროექტი, 24 მაისიდან - 10 ივნისის ჩათვლით გასტანს. იდეები აღნიშნულ თემასთან
დაკავშირებით ელ.ფოსტაზე
[email protected] მიიღება.
პროექტის მიზანია ორიგინალური იდეების მქონე ახალგაზრდების გამოვლენა და მათი ხელშეწყობა. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სწრაფი გრანტების მოსაპოვებლად კონკურსი სხვადასხვა მიმართულებით, საინტერესო თემებზე ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეეძლებათ. პროექტი დააინტერესებს ლიტერატურის, კინოს, თეატრის, მოგზაურობისა და თავგადასავლების მოყვარულთ, მათ, ვინც ეძებს და აღბეჭდავს საინტერესო კადრებს, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიებით გატაცებულ და ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდებს.
„იდეა+"-ის ფარგლებში უკვე გამოცხადდა სამი კონკურსი - საუკეთესო ლიტერატურულ, კინო და თეატრალურ პროექტებზე.
ღონისძიება თსუ-ის ტურიზმის საერთაშორისო სკოლაში 11
სთ-ზე დაიწყება.
Internet.ge