GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თეთრიწყაროს მოსახლეობა "კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" პროექტს გაეცნო
13:02 24.05.2012
დღის სიახლეები

თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პროექტს დეტალურად გაეცნო.

სამოქალაქო რეესტრის ინფორმაციით, „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების"  წევრი, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ინწკირველი და ცნობილი მომღერალი ნინო ქათამაძე კოდაში, წინწყაროსა და დაბა მანგლისში ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას დეტალურად გააცნეს ყველა ის სერვისი, რომლით სარგებლობასაც ახლო მომავალში რაიონში მცხოვრებლები კომპიუტერისა და ინტერნეტის დახმარებით შეძლებენ.

„პროექტი, პირველ ეტაპზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, 300 სოფელს მოიცავს. აქ მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს, ვისაც საშუალო განათლება აქვს, შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კონკურსში. ღია კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, ისინი უფასოდ მიიღებენ  კომპიუტერს, ისარგებლებენ  უსასყიდლო  ტექნიკური მხარდაჭერით ერთი წლის განმავლობაში,  გაივლიან სპეციალურ ტრენინგს და სტაჟირებას, შემდეგ კი, ისინი თავიანთ თანასოფლელებს კომპიუტერის გამოყენების უნარ-ჩვევების ათვისებაში დაეხმარებიან. არსებული რესურსების გათვალისწინებით, პირველ ეტაპზე 600 პირის მომზადება იგეგმება“,- ნათქვამია განცხადებაში.

სამოქალაქო რეეტრის ინფორმაციით, კონკურსი 15 ივნისამდე გასტანს. მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაგზავნა შეუძლიათ შემდეგ მისამართზე: [email protected] „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის" შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი www.Taoba.ge.

„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" დაფუძნების დოკუმენტი 10 მაისს  ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაფორმდა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს წინსვლას ვერაფერი შეაჩერებს1
რუსეთი ვერ შეაშინებს საქართველოსა და აზერბაიჯანს2
ბილიჩი: “ხორვატიას ევროპის ჩემპიონატის მოგება შეუძლია”3
პუტინმა საქართველოს მოქალაქეებს 9 მაისი მიულოცა4
პარლამენტის შენობის შესამოწმებლად “ქართული ოცნების“ წევრები ჩავლენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X