თბილისის
საქალაქო სასამართლოში დღეს, 53–ე სკოლიდან გარიცხული 15 წლის მიხეილ ალექსიძის ოჯახის სარჩელის
განხილვა გაიმართება.
დღევანდელი სასამართლო პროცესი
მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. საქმეს მოსამართლე ნინო შარაძე იხილავს.
მოსარჩელე მხარე მიხეილ ალექსიძის სკოლიდან გარიცხვის ბრძანების გაუქმებას და სკოლაში აღდგენას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ თბილისის 53–ე სკოლის დირექტორ ტარას შავშიშვილსა და სკოლის ორ მოსწავლეს შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც მოსწავლეები სკოლიდან გარიცხეს.
internet.ge