კანადის პროვინციის - ახალი შოტლანდიის სანაპიროსთან ჩაძირულ გემ "SV Tabasco 2"-ზე ქართველებიც იმყოფებოდნენ. ეკიპაჟის 10 წევრიდან ერთი დაიღუპა, 3 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა - იტყობინება Associated Press. სამაშველო ვერტმფრენის მფრინავის თქმით, დაღუპულს ქართული პასპორტი ჰქონდა.
არსებული ინფორმაციით, გემზე იყვნენ ქართველები, უკრაინელები და რუსები.
კანადის ხელისუფლების ორგანოებიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანხმად, 26 მარტს მათ მიიღეს სიგნალი SOS. გაირკვა, რომ სანაპიროდან 145 კილომეტრში მყოფ გემზე
მექანიკური პრობლემები შეექმნა. 27 მარტს, დილითვე, ადგილზე სამაშველო ვერტმფრენი გაგზავნეს,
რომელმაც წყლიდან 3 ადამიანი ამოიყვანა. აქედან ერთი დაიღუპა, 2 კი საავადმყოფოშია
მოთავსებული.
მფრინავის თქმით, დაღუპულს ქართული პასპორტი ჰქონდა.
მოგვიანებით გადაარჩინეს ეკიპაჟის კიდევ 3 წევრი, დანარჩენი 3 კი უგზო-უკვლოდ
დაკარგულად ითვლება.
სამაშველო ვერტმფრენის მფრინავის, გი ლე ბლანის ინფორმაციით, გემის ეკიპაჟის წევრთა ასაკი 40 წელია.
როგორც კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, ვიკა ტოევსმა განაცხადა, გადარჩენილებმა
დევნილის სტატუსი მოითხოვეს.
Internet.ge