პატიმართა შეწყალების კომისიამ, 109
მსჯავრდებულის საქმიდან, რეკომენდაცია 80-მდე
პატიმარს მისცა. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს
კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ განუცხადა, კომისია თავიდან 105
საქმეს იხილავდა, თუმცა მძიმე ავადმყოფობის გათვალსწინებით, შესაწყალებელ
პატიმართა სიას 4 ადამიანი დაემატა.
„შეწყალების კომისიამ, 15 ქალბატონიდან
მხოლოდ 5 -ს გაუწია რეკომენდაცია. 4 არასრულწლოვანისგან
პრეზიდენტთან გადაგზვნილ სიაში ერთი მოხვდა, რადგან დანარჩენ სამ პრობაციონერს
ცუდი დახასიათება ჰქონდა. 25- მა პატიმარმა, რომლებსაც სასჯელის ნახევარი მოხდილი ჰქონდათ,
მაგრამ ტრეფიკინგის, მკვლელობის, გაუპატიურების, ნარკოტიკის რეალიზაციისთვის
იხდიან სასჯელს, რეკომენდაცია არ მიიღეს,“- განუცხადა
„ინტერნეტ.ჯი“-ს თევდორაძემ.
მისი თქმით, სია პრეზიდენტს უკვე
გადაეგზავნა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი,
ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დღესასწაულებზე, პატიმრებს ტრადიციულად იწყალებს.
internet.ge