საქართველოს რამდენიმე რეგიონში: შიდა და ქვემო ქართლში - მერიის წინ, გორში - გამგეობის წინ, კახეთში - პაპას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისში - პარლამენტის წინ, ოზურგეთში - კინოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლანჩხუთში - ქალაქის მთავარ ბაღში, აჭარაში - ევროპის მოედანზე, ჟურნალისტების მშვიდობიანი სოლიდარობის აქცია გაიმართება.
აქციის
ორგანიზატორები დღეს ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს
გააპროტესტებენ.
როგორც
ორგანიზატორები აცახადებენ, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ხელშეშლის ფაქტებზე.
აქციის სლოგანია: "ჩვენ არ ვართ სუსტები, ჩვენ ვართ სოლიდარულები"
Internet.ge