სოფელ დიღომში ქუჩებს ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების სახელები მიენიჭათ
18:58 25.05.2012
|
დღის სიახლეები
|
დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დედაქალაქის რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის ახალი სახელების მინიჭების შესახებ იმსჯელეს. სახელებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ დღეს 6 საკითხი წარმოადგინა.
როგორც ლაშა იმედაშვილმა განმარტა, ქუჩების სახელების მიზანშეწონილობა სხდომაზე გამოტანამდე კომისიაში იქნა განხილული.
საკრებულოს წევრების თანხმობის შედეგად, ვაკე-საბურთალოს რაიონში, სოფელი დიღომის უსახელო ქუჩებს, მასთან არსებულ ჩიხებს და შესახვევებს, ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების შემდეგი სახელები მიენიჭათ:
პირობითად 48-ე ქუჩას - მურადინ - ფრიდონის ქუჩა, 52-ე ქუჩას – მელიქ -სურხავის ქუჩა, 53-ე ქუჩას – მულღაზანზარის ქუჩა, 54-ე ქუჩას - გულანშაროს ქუჩა, 55-ე ქუჩას – ფატმანის ქუჩა, 56-ე ქუჩას – როსტევანის ქუჩა, 58-ე ქუჩას – უსენის ქუჩა, 59-ე ქუჩას – ასმათის ქუჩა, 60-ე ქუჩას - თინათინის ქუჩა, 68-ე ქუჩას - დავარის ქუჩა, 73-ე ქუჩას – შერმადინის ქუჩა, 74-ე ქუჩას – ნესტან დარეჯანის ქუჩა, 78-ე ქუჩას – ავთანდილის ქუჩა, 79-ე ქუჩას – ტარიელის ქუჩა, 87-ე ქუჩას – ხატაეთის ქუჩა, 94-ე ქუჩას – ვეფხისტყაოსნის ქუჩა, 95-ე ქუჩას – ჭაშნაგირის ქუჩა, 98-ე ქუჩას – ფარსადანის ქუჩა, ხოლო 106-ე ქუჩას – რამაზის ქუჩა ეწოდათ.
დღესვე საკრებულოს დეპუტატებმა, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირის გაგრძელებაზე არსებული ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირისათვის ილია ჭავჭავაძის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში უკვე არსებობს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა, რომლიც ყოფილი 5 დეკემბრის ქუჩას 1991 წელს ეწოდა.
ასევე სახელები მიენიჭათ სხვადასხვა რაიონებში არსებულ უსახელო ქუჩებსა და ჩიხებს.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, სახალხო გმირის - ნადირა ხოშარაულის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევს და ჩიხს ნადირა ხოშარაულის სახელი ეწოდა. ისანი-სამგორის რაიონში, ქართველი ფერმწერის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის დავით კაკაბაძის ქუჩასთან მდებარე ორ უსახელო შესახვევს კი დავით კაკაბაძის სახელი მიენიჭა.
ვაკე-საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ე.წ. “ტოიოტა ცენტრი”-ს მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩას დღეიდან 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში გმირულად დაღუპული ილია შეყლაშვილის სახელი დაერქვა.
რაც შეეხება ვაკე-საბურთალოს რაიონში მდებარე აკურის ქუჩას, დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მას ქართველი კომპოზიტორის, საქართველოს სახალხო არტისტის, ბიძინა კვერნაძის სახელი მიენიჭა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|