საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
დღეს, პატიმრებს
შეიწყალებს.
პატიმართა
შეწყალების
კომისიამ,
109 მსჯავრდებულის
საქმიდან,
რეკომენდაცია
80-მდე პატიმარს მისცა.
კომისია
თავიდან
105 საქმეს
იხილავდა,
თუმცა მძიმე ავადმყოფობის გათვალსწინებით,
შესაწყალებელ
პატიმართა
სიას 4 ადამიანი დაემატა.
შეწყალების
კომისიამ,
15 ქალბატონიდან
მხოლოდ 5
-ს გაუწია რეკომენდაცია. 4
არასრულწლოვანისგან
პრეზიდენტთან
გადაგზვნილ
სიაში ერთი მოხვდა, რადგან დანარჩენ სამ პრობაციონერს ცუდი დახასიათება ჰქონდა. 25- მა პატიმარმა, რომლებსაც სასჯელის ნახევარი მოხდილი ჰქონდათ, მაგრამ ტრეფიკინგის, მკვლელობის, გაუპატიურების, ნარკოტიკის რეალიზაციისთვის
იხდიან სასჯელს, რეკომენდაცია ვერ მიიღეს.
საქართველოს
პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დღესასწაულებზე,
პატიმრებს
ტრადიციულად
იწყალებს.
Internet.ge