ქართველ მოსამართლეებს, კონკურენციის
კანონმდებლობაში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სექტემბერიდან შვედეთში
ტრენინგები ჩაუტარდებათ.
დღეს,
პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს პრემიერ–მინისტრის
მთავარმა მრჩეველმა, ვახტანგ
ლეჟავამ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის
შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების ეტაპები გააცნო.
ლეჟავას
ინფორმაციით, პირველი ეტაპი მოსამზადებელი სამუშაოები იყო,
ივნისის ბოლოს კი მეორე ეტაპი, ტექსტებზე მუშაობა დაიწყება.
მისი
შეფასებით, ეს პროცესი მნიშვნელოვანი და შრომატევადია.
„ევროკომისიის
თხოვნაა, რომ ტექსტების შინაარსი დახურული დარჩეს. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ
ყველა საკითხს მოიცავს, რომელიც ვაჭრობასთანაა
დაკავშირებული. საბაჟო ტარიფებიდან დაწყებული, კონკურენციის საკითხებით
დასრულებული. მოლაპარაკებების
პროცესი, დაახლოებით, ორი წლის ფარგლებში დასრულდება. შეთანხმება სრულად
და ფორმალურად, მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ასოცირების ხელშეკრულების
რატიფიცირებას ევროკავშირის ყველა წვერი ქვეყანა მოახდენს. თუმცა, იმის გამო, რომ
ვაჭრობა ევროკომისიის კომპეტენციაა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებამდე,
ხელმოწერისთანავე ამოქმედეება“, – დასძინა
მან.
ამასთან,
შვედეთის
განვითარების სააგენტოს დახმარებით, კონკურენციის სააგენტოს თანამშრომელთა
სწავლებაც იგეგმება.
შეგახსენებთ,
რომ 2011 წელს
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოები გაერთიანდნენ, სადაც 59 ადამიანი
არის დასაქმებული.
Internet.ge