ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ ლიდერ
ბიძინა ივანიშვილს პრორუსულ პოლიტიკოსად მიიჩნენ და ახალგაზრდულ მოძრაობას
სახელწოდებით - „სიმართლის დროა“ აფუძნებენ.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს გაერთიანებიდან
აცნობეს, მოძრაობა ოფიციალურად დღეს დაფუძნდება.
მოძრაობის დევიზა „ჩვენ არ გვინდა ბიძინა!“
„ქართველებო,
ვისაც
საქართველო
გიყვართ, მოგიწოდებთ, რომ გავერთიანდეთ და არ დავუშვათ რუსული ძალების ხელისუფლებაში მოსვლა.
გაცნობებთ,
რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფმა, გადავწყვიტეთ ჩამოვაყალიბოთ ახალგაზრდული მოძრაობა "სიმართლის დრო“, ვისაც სურვილი გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნული ორგანიზაციის შექმნაში და მიგაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არ უნდა მოვიდნენ რუსული ფულით დაფინანსებული პოლიტიკური ორგანიზაციები და პოლიტიკოსები, შემოგვიერთდით“,-
ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მოძრაობის ოფიციალური ვებ-გვერდით გავრცელდა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-სთვის გახდა ცნობილი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი 29
წლის ზვიად ფოფხაძეა.
ფოფხაძე დარე ახალგაზრდული ორგანიზაციის „ჩვენი ხმა გიგი
უგულავას“ თავმჯდომარე იყო.
Internet.ge