GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თამაზ შოშიაშვილი: ბიუჯეტში ცვლილებები პროგრამებიდან მიღებულმა ეკონომიამ განაპირობა
14:39 29.03.2012
დღის სიახლეები

თბილისის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, ჯაბა სამუშიას მიერ გაკეთებულ განცხადებას დღეს, თბილისის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

როგორც თამაზ შოშიაშვილმა აღნიშნა, ბიუჯეტში ცვლილებები კონკრეტული პროგრამებიდან მიღებულმა ეკონომიამ განაპირობა.

"რეალურად ჯაბა სამუშიას დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ ბიუჯეტში ცვლილებები კონკრეტული პროგრამებიდან მიღებული ეკონომიების შედეგად ხორციელდება და თანხა ისეთ მუხლებში ნაწილდება, როგორიცაა, სოციალური პროგრამების და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე ქალაქის ეკონომიკური პროგრამების ხელშეწყობა და სხვა. ეკონომიაა ჯანდაცვის სფეროში დაზღვევებთან დაკავშირებით ჩატარებულ ტენდერებში და გრიპის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამაში, რის გამოც, აღნიშნული თანხები გადატანილია, როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური განვითარების პროგრამებში”– განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.

სამუშიას განცხადებით კი, თბილისის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებებით, ჯანდაცვის პროექტების დაფინანსება  3 800 000 ლარით, ავარიული სახლების გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტის დაფინანსება დაახლოებით 4 200 000 ლარით, კეთილმოწყობის ღონისძიებები 850 000 ლარით, პროექტის "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" დაფინანსება  კი 1 300 000 ლარით მცირდება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რკინიგზის დეპარტამენტში თანამშრომლებისა და ადმინისტრაციის შეხვედრა მიმდინარეობს1
ცესკოში განაცხადი 38-მა პარტიამ შეიტანა2
აუქციონზე გატანილი ივანიშვილის ქონების ბედი ხვალ გახდება ცნობილი3
სასამართლომ „გლობალ კონტაქტ ქონსალთინგის“ 5 ათას ლარიანი ჯარიმა ძალაში დატოვა4
აფხაზეთში „არჩევნების“ მეორე მცდელობა აქვთ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X