აფხაზეთის ბაგა-ბაღ "იმედის" აღსაზრდელებს საჩუქრები გადაეცათ
17:15 28.05.2012
|
დღის სიახლეები
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინიციატივით, აფხაზეთის ბაგა-ბაღ "იმედის" აღსაზრდელებს საჩუქრები გადაეცათ.
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 40-მდე დევნილმა ბავშვმა საჩუქრად საკანცელარიო და ჰიგიენური ნაკრები მიიღო.
საქველმოქმედო აქცია განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს ორგანიზებით განხორციელდა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|