GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
I არხი: ივანიშვილს სურს საზოგადოებრივი მაუწყებელი მისი პოლიტიკური მიზნების სამსახურში იხილოს
18:51 28.05.2012
დღის სიახლეები

საზოგადოებრივი მაუწყებელი  კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, მათი მისამართით დღეს გაკეთებულ შენიშვნებს განცხადებით პასუხობს, რომელსაც „ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, 28 მაისს მოძრაობა "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა (ბორის) ივანიშვილმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლითაც მედიაზე და, კერძოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლის კამპანია განაგრძო. დღეს ჩვენ შევიტყვეთ, რომ თუ "არ გადავაწყობთ რიტორიკას" და არ ვიქნებით აბსოლუტურად ლოიალურები ივანიშვილის მიმართ, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინსტიტუციის მომავალი ეჭვქვეშ დადგება. საზოგადოებრივი მაუწყებლობა და მისი სარედაქციო, თუ ფინანსური დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის მონაპოვარია, რომელიც დაფიქსირებულია "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში. კერძოდ, ჩვენი დაფინანსება არაა დამოკიდებული პარლამენტის და, მით უმეტეს, მთავრობის ნება-სურვილზე და წარმოადგენს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.12%-ს. ყველა საერთაშორისო ექსპერტისა და პროფესიონალის ერთსულოვანი აზრით, ეს სისტემა ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულია და უზრუნველყოფს მაუწყებლის სრულ, მათ შორის სარედაქციო, დამოუკიდებლობას. სხვათა, შორის მაუწყებლის, როგორც საქართველოში ყველაზე დაბალანსებული და მიუკერძოებელი ტელერადიოკორპორაციის საქმიანობა არაერთხელ დაადასტურა ეუთოს, გაეროს, ევროკავშირის, "ბი-ბი-სი"-სა და სხვა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

ამ ფონზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის თვითნებური შეცვლის, მეტიც, შეწყვეტის მუქარა აღიქმება, როგორც დაუფარავი შანტაჟი და სარედაქციო პოლიტიკის წინასარჩევნოდ შეცვლის უხეში მცდელობა. როგორც ჩანს, ივანიშვილს სურს საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად მისი პოლიტიკური მიზნების სამსახურში იხილოს, რაც ეწინააღმდეგება, ზოგადად, მედიის თავისუფლების და, კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეას. ბატონო ბიძინა, განმარტებისათვის:

1. საავტორო გადაცემის წამყვანი "დიქტორი" არ გახლავთ;

2. კომერციული რეკლამა გარდა კანონით გათვალისწინებული ერთეული შემთხვევებისა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2011 წლიდან აიკრძალა;

მივმართავთ მედიაგარემოს დემოკრატიზაციის მიმართულებით მოქმედ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოში მოქმედ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ჯეროვნად შეაფასონ ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ მედიაზე ზეწოლის ფაქტები",- ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი  არ დაფინანსდება.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ხატია დეკანოიძე: გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს1
USAID საქართველოს 8 უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს2
დავით საყვარელიძე მალაიზიაში საქართველოს მოქალაქეების ექსტრადირების საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს3
17 დეკემბერს ნიქოზში მცხოვრებ ვეტერანებს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდებათ4
ვალდას ზატლერსი: „ჩვენ გაურკვევლობის ეპოქაში ვცხოვრობთ"5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X