პაკისტანის მცხოვრები 6 ადამიანი, 4 ქალი და 2 მამაკაცი,
შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ იმის გამო, რომ ქორწილში იცეკვეს და იმღერეს.
ისინი ჩრდილოეთ პაკისტანის კოხისტანის რაიონში, ერთ-ერთ მთიან სოფელში იყვნენ ქორწილში. დროსტარება
ვიღაცამ ტელეფონით გადაიღო. ვიდეოს გავრცელების შემდეგ კი სასულიერო პირები
სასიკვდილო განაჩენზე ალაპარაკდნენ.
ვიდეოზე დაფიქსირებულია, როგორ მღერის 4 ქალი, მეორე ეპიზოდში კი 2 მამაკაცი
ცეკვავს. გადაღებულ მასალაში არ ჩანს, რომ ეს ქალები და კაცები ერთ ოთახში არიან
და ერთად ერთობიან.
მიუხედავად ამისა, თემის სასულიერო პირებმა ვიდეო
თავიანთი მკაცრი წეს-ჩვეულების დარღვევად მიიჩნიეს, რომლის თანახამადაც ქალებსა და
მამაკაცებს დღესასწაულების ერთად აღნიშვნა ეკრძალებათ და შესაბამისად, ასეთი
დარღვევისთვის განკუთვნილი სასჯელი - სიკვდილით დასჯა მოითხოვეს.
internet.ge