ეროვნული
ცენტრის
60- მა თანამშრომელმა, სამსახურიდან წასვლის სურვილი განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა. მათ შორის ცენტრის საზოგადოებასთან
ურთიეთობის
სამსახურის
უფროსმა - მაია გაბუნიამაც.
როგორც
„ინტერნეტ.ჯი“- ს გაბუნიამ განუცხადა, სამსახურიდან წასვლის მიუხედავად, კანონის მიხედვით, აღნიშნულ პირებს მუშაობის გაგრძელება ერთი თვის განმავლობაში მოუწევთ.
„ჩვენ
რესურსცენტრში იქამდე დავრჩებით, სანამ ახალ კადრებს, ყველა დოკუმენტს და საქმეს არ გადავაბარებთ. რაც შეეხება ჩვენ სამომავლო საქმიანობას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოცდებმა შეფერხებების გარეშე ჩაიაროს“,- განაცხადა გაბუნიამ.
მისივე
განცხადებით,
განათლების
მინისტრმა
გუშინ რესურსცენტრის თანამშრომლების არც ერთ შეკითხვას არ უპასუხა.
„შეხვედრაზე
თანამშრომლებმა
საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ მაია მიმინოშვილის გათავისუფლება შეცდომა იყო, რომელიც დააზარალებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ გუშინდელ შეხვედრაზე ბატონმა შაშკინმა ვერ მოიყვანა ვერც ერთი არგუმენტი იმის სადემონსტრაციოდ,
თუ კონკრეტულად რაში გამოიხატება მინისტრისა და მაია მიმინოშვილის შეუთავსებლობა. მისი პასუხი იყო - მინისტრი ვარ და ასე ჩავთვალე საჭიროდო“,- დასძინა გაბუნიამ.
ცნობისთვის, გამოცდების ეროვნული ცენტრის 60-მა თანამშრომელმა, სამსახურიდან წასვლის შესახებ, ოფიციალური განცხადება დღეს დაწერა. ამასთან, მიმინოშვილის მხარდამჭერები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად
გთავაზობთ:
„საზოგადოების
წინაშე ჩვენი ზნეობრივი ვალი გვაიძულებს განვაცხადოთ, რომ აღნიშნულ პირობებში შეუძლებლად გვესახება ჩვენი მოვალეობის სათანადოდ შესრულება. მიგვაჩნია, რომ ამ ორგანიზაციის ყველა წევრი, მაია მიმინოშვილის ხელმძღვანელობით, პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. დღეს კი, ჩვენს მოქალაქეობრივ ვალად მიგვაჩნია დავტოვოთ დაკავებული თანამდებობები და ამავდროულად, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ დაზარალდეს არც ერთი მოსწავლე, აბიტურიენტი, პედაგოგი. შესაბამისად, მზად ვართ კანონით გათვალისწინებულ
ვადებში, არსებული წესის თანახმად, გადავცეთ მონაცემთა ბაზა და შეფასებითი კრიტერიუმები ჩვენს შემცვლელებს.
მაია მიმინოშვილი შესანიშნავად უძღვებოდა გამოცდების ეროვნულ ცენტრს დღიდან მისი დაარსებისა (2002
წლიდან). გაგებით ვეკიდებით, თუმცა არ ვეთანხმებით მის სურვილს, გავაგრძელოთ მუშაობა ახალ პირობებში. მომავალ გამოცდებში
დაფიქსირებულ ნებისმიერ შედეგზე პერსონალური პასუხისმგებლობა თავად საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა იკისრა", - ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge