GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიგი უგულავას 74 წლის გულნარა ბერიძემ თვალზე კატარაქტის ოპერაციის გაკეთება სთხოვა
15:57 29.05.2012
დღის სიახლეები

თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს გლდანში, ვართაგავას ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. 5 4000 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად იგება ასფალტი, გამოიცვალა ბორდიურები და მოეწყო ახალი ტროტუარები. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე 20 ადამიანია დასაქმებული.

გზის აღნიშნული მონაკვეთი სოფელ გლდანში წლების განმავლობაში, დაზიანების ხარისხით ყველაზე მნიშვნელოვანი კერა იყო.

საგზაო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, თბილისის მერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. მოქალაქეები  გიგი უგულავას ძირითადად სოციალურ და ჯანმრთელობის საკითხებზე ესაუბრნენ. თბილისის მერმა მათ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის სიახლეები გააცნო, რომლის თანახმად სახელმწიფოს მიერ, პირველი სექტემბრიდან დაზღვეული იქნება 6 წლამდე ასაკის ბავშვები და პენსიონერები, რაც მნიშვნელოვანი სოციალური პროექტია.

მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, გიგი უგულავა, ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის, 74 წლის გულნარა ბერიძის თხოვნით, პენსიონერს ოჯახში ეწვია. მოხუცმა ქალბატონმა თბილისის მერს საკუთარი პრობლემები გააცნო და სახლის გადახურვა და თვალზე კატარაქტის ოპერაციის გაკეთება სთხოვა. გიგი უგულავა პენსიონერს სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში ჩართვამდე, ოპერაციის გაკეთებას მერიის პროექტის დახმარებით დაჰპირდა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია საზოგადოებას არჩევნების შედეგების ნდობისკენ მოუწოდებს1
ხადური: ჩემი ფინანსთა მინისტრად დასახელება ჟურნალისტების ფანტაზიის ნაწილია2
ცესკო: მოვუწოდებთ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ნუ შეუშლიან ხელს კომისიების მუშაობას3
ინგა გრიგოლიამ Facebook-ში საკუთარი გვერდი გააუქმა4
ვანო მერაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X