დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ძიუდოში ოლიმპიურ ჩემპიონ ჯარჯი ზვიადაურთან, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებთან და პრიზიორებთან - რამაზ ნოზაძესთან, ნესტორ ხერგიანთან, ლევან წიკლაურთან, ზაზა კედელაშვილთან, ზვიად ხანჯალიაშვილთან
და სხვა წარმატებულ სპორტსმენებთან ერთად გლდანის ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრს ეწვია.
მინისტრი
ცენტრის სამომავლო რეაბილიტაციის პროექტს გაეცნო, რომელიც 2014 წლის ბოლოსთვის სრულად უნდა დასრულდეს და 2015 წლის თბილისის ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.
საბოლოო
ჯამში, ოლიმპურ კომპლექსში ახალგაზრდა სპორტსმენები სპორტის 10 სხვადასხვა სახეობაში შეძლებენ მომზადებას, კომპლექსში სპორტული დარბაზების გარდა მოეწყობა ასევე სამედიციო-სარეაბილიტაციო ცენტრი, სასტუმრო კვების ბლოკით და ასევე
სასწავლო-შემეცნებითი ცენტრი.
მინისტრის
განცხადებით,
ოლიმპიური
რეზერვების
მზადების ეროვნული ცენტრი რეგიონში საუკეთესო სპორტული კომპლექსი იქნება, რომელსაც ერთდროულად 300-მდე ახალგაზრდა სპორტსმენის მასპინძლობა შეეძლება. პროექტის გაცნობის შემდეგ, მინისტრმა სპორტსმენებთან ერთად ახლადგახსნილი კვების ბლოკი მოინახულა.
Internet.ge