განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
დიმიტრი შაშკინმა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა დაასახელა.
ეროვნულ ცენტრს დღეიდან ხატია
დეკანოიძე უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება 28 მაისს მიიღო.
განათლების სამინისტოში განმარტავენ, რომ რეფორმების განხორციელების პროცესში შეიქმნა
პრინციპული შეუთავსებლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია
მიმინოშვილის
პირად პოზიციას შორის.
Internet.ge