დამამთავრებელი
კლასის მოსწავლეები ბოლო, მათემატიკის გამოცდას აბარებენ.
საქართველოს
განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოცდების მიმდინარეობას კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში აკვირდებოდა.
კომაროვის
სახელობის
თბილისის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლას გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სტატუსი აღუდგა და დღეს იგი ერთ–ერთი გამორჩეული საჯარო სკოლაა, სადაც მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები სწავლობენ საქართველოს ყველა კუთხიდან. ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში რეაბილიტირებული
პანსიონი ამოქმედდა, სადაც 100–ზე მეტი რეგიონებიდან ჩამოსული მოზარდი ცხოვრობს.
როგორც შაშკინის უწყებაში აცხადებენ, სკოლას 120–მდე მეთორმეტეკლასელი
ჰყავს, მათ შორის ორი – ლაგოდეხელი გიორგი კომახიძე და თბილისელი ჯემალ შენგელია ფიზიკაში საქართველოს ნაკრების წევრები არიან და ზაფხულში საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან.
ორივე მათგანმა თავისუფალი უნივერსიტეტის კონკურსში გაიმარჯვა და ფიზიკის ფაკულტეტზე სრული დაფინანსება მიიღო.
კომაროვის
სახელობის
თბილისის ფიზიკა–მათემატიკური სკოლის მოსწავლეებმა ყველა საგანში მაღალი შედეგები აჩვენა, მათ შორის
არიან მოსწავლეები, რომელთაც ყველა საგანში 10 ან 9-ზე მაღალი ქულა მიიღო.
ფიზიკის
გამოცდაში
50 მოსწავლეს აქვს შეფასება 10.
სამინისტოს ინფორმაციით, მათემატიკის გამოცდა ყველა სკოლაში ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.
Internet.ge