ხატია დეკანოიძე: ზაფხულის გამოცდები უკეთესად და უფრო სერიოზული მიდგომით ჩატარდება
გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი
ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე ახალი სამსახურის ვაკანტურ თანამდებობებს საკუთარი
გუნდით შეავსებს. როგორც განათლების სამინისტოში მისი წარდგენისას დეკანოიძემ
განაცხადა, სიახლეების დანერგვა დღეიდან დაიწყება.
მისი თქმით, ერთიანი ეროვნულ გამოცდების მიმართ გაცილებით
სერიოზული დამოკიდებულება იქნება.
„საქართველოში ამ ზაფხულს გამოცდები ჩატარდება იმ სტანდარტებით, რომელიც ეკადრება ჩვენს ქვეყნას. უფრო უკეთესად და უფრო სერიოზული მიდგომით", – განაცხადა
ხატია დეკანოიძემ.
მისივე თქმით, ამაყობს, რომ პოლიციის აკადემიამ და შსს-მ დიდი წვლილი შეიტანეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმის დანერგვაში,
რომელიც სკოლებში მანდატურების ინსტიტუტის შემოღებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიმინოშვილის თანამდებობიდან
გათავისუფლების გადაწყვეტილება 28 მაისს მიიღო.
განათლების სამინისტოში განმარტავენ, რომ
რეფორმების განხორციელების პროცესში შეიქმნა პრინციპული შეუთავსებლობა განათლების
სამინისტროს პოლიტიკასა და მაია
მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის.
რაც შეეხება ხატია დეკანოიძეს, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის
აკადემიის რექტორის პოზიციაზე მუშაობდა.
Internet.ge