GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმინოშვილის ბრალდებას პასუხობს
14:43 30.05.2012
დღის სიახლეები

სსიპ-გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის მაია მიმინოშვილის მიერ  გაკეთებული განცხადება სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატების გაცემასთან  დაკავშირებით არ შეესაბამება სიმანდვილეს, - ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სპეციალურ განცხადებაში, რომელსაც „ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოიცა ბრძანება, რომლის თანახმად,  2011 წლის სკოლის კურსდამთავრებულთათვის განისაზღვრა  სპეციალური  სერიის მქონე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატების გაცემა. გამონაკლისი დაიშვა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე არ დარეგისტრირდნენ ან ვერ მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილ სრული ზოგადი განათლების ატესტატის მისაღებად საჭირო საგნებში დადებითი შეფასება.

სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების  ატესტატები მიიღეს 2010-2011 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა ორმა კატეგორიამ და მათი რაოდენობა 298-ს არ აღემატება. პირველი კატეგორიაა  ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები, რომლებმაც  ქართული ენის არასრულფასოვანი ცოდნის გამო ვერ დაძლიეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები. ატესტატები აიღეს ასევე 14-მა განსაკუთრებით ნიჭიერმა ქართველმა მოსწავლემ, რომლებმაც გამოცდები წარმატებით ჩააბარეს მსოფლიოს წამყვან იმ უნივერისტეტბში,სადაც ჩარიცხვის ძალიან მკაცრი მექანიზმები მოქმედებს. ამ უნივერსიტეტებს  გააჩნიათ საკუთარი  საგამოცდო სისტემა, რომელიც დროში ემთხვევა  საქართველოში მიმდინარე სკოლის გამოსაშვებ  გამოცდებს.  გამომდინარე იქიდან, რომ დაცულ იქნეს თითოეული მოსწავლის უფლება,  სამინისტრომ მიიღო ამ მოსწავლეებზე სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატის გაცემის გადაწყვეტილება. სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატეტსტის მქონე მოსწავლეებს არ აქვთ საქართველოში  ავტორიზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება.

სამინსიტრო, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოს განათლებისა და მენციერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იყო რეფორმის ინიციატორი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ქვეყანაში ყალბი ატესტატების გაცემის თეორიული შესაძლებლობასაც კი. მინისტრის ინიციატივით დაინერგა ახალი მოდელი. კერძოდ, თუ რეფორმამდე ატესტატებს სკოლის დირექტორი ავსებდა  და გასცემდა, ამჟამად ატესტატების აღრიცხვა ცენტრალიზებულად, მხოლოდ ელექტრონული ბაზის საშუალებით  ხორციელდება. ელექტრონულ ბაზაზე წვდომა კი მხოლოდ გამოცდების ეროვნულ ცენტრს აქვს, რაც სამინსიტროს მხრიდან ყალბი ატესტატის გაცემის შესაძლებლობას გამორიცხავს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სიყალბე არის ყალბი ინფორმაციის ან ჩანაწერის შეტანა ოფიციალურ დოკუმენტში, რასაც სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატის გაცემისას ადგილი არ ქონია, ვინაიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატები, რომელებიც სამინისტროს მიერ გაიცა არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რეგისტრირებულია საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს მიერ და შეიცავს კანონით განსაზღვრულ ყველა დამცავ მექანიზმს.

internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თავდაცვის კომიტეტი რეზერვის სისტემის კონცეფციას წარადგენს1
ფოთის პორტის თანამშრომლებმა შიმშილობა დაიწყეს2
საპარლამენტო არჩევნები შედგა3
მარიამ მახნიაშვილს დღეს, ტორონტოში დაკრძალავენ4
დედამ და დეიდამ ბავშვი „რიტუალური მკვლელობით“ მოკლეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X