GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ხატია დეკანოიძე: ეროვნული გამოცდების დამცველი პირადად მე ვიქნები
15:00 30.05.2012
დღის სიახლეები

"ყველა ადამიანი თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალია" -  ასე გამოეხმაურა გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, მისი მომხრეების სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილებას.

როგორც ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ვისაც მასთან მუშაობა არ სურს, არვის დააძალებს.

„ვისაც არ სურს ჩვენთან ერთად გააგრძელოს მუშაობა წავა. ამაში განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ", - აცხადებს დეკანოიძე.

რაც შეეხება ზაფხულში დაგეგმილ გამოცდებს, დეკანოიძე პირობას დებს, რომ მისაღები გამოცდები ხარვეზების გარეშე ჩაივლის.

„მე ვიქნები სახელმწიფოს მხრიდან გამოცდების ხარვეზების გარეშე ჩატარების გარანტი და  პირველი დამცველი“,- განმარტა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება 28 მაისს მიიღო.

განათლების სამინისტოში განმარტავენ, რომ რეფორმების განხორციელების პროცესში შეიქმნა პრინციპული შეუთავსებლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და  მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის.

რაც შეეხება ხატია დეკანოიძეს, განათლების მინისტრმა ახალ თანამდებობაზე ის დღეს დანიშნა.

წლების მანძილზე დეკანოიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის რექტორის პოზიციაზე მუშაობდა.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ივანიშვილი: მაქვს გეგმა და თუ მარტო ვერ გავართმევ თავს, პოლიტიკაში ჩემი ოჯახი ჩაერთვება1
ტელეკომპანია იმედი: მინდია გოგოჭური მისივე მეგობარმა დაჭრა2
ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა ნიკა მელია, ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს3
ბიძინა ივანიშვილი ბაჩო ახალაიას დაკავებას ეხმაურება4
ბიძინა ივანიშვილი ეჭვობს, რომ პატიმართა პროტესტი საბოტაჟის მცდელობაა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X