თბილისის
24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია ერთიანი ეროვნული გამოცდების 8+1
ფორმატის ეფექტურობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ არსებული მეთოდი, რომელიც 8+4
გულისხმობს სერიოზულ დახვეწას საჭიროებს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს მურღულიამ განუცხადა, სამინიტროში აქტიურად განიხილავენ საკითხს, რომლის
მიხედვითაც უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა მხოლოდ უნარ-ჩვევების გამოცდების საფუძველზე იქნება
შესაძლებელი.
„არსებული საატესტატო გამოცდები არაფრის
მომცემია, აქ მოსწავლეებისთვის მთავარია უმარტივეს შეკითხვებს გასცენ პასუხი.
ახალი პროექტის მიხედვით კი ზოგადი განათლების დატვირთვა იზრდება და ეს ტესტებიც
უფრო გართულდება. ამ 8 საგნის გადალახვის შემდეგ, მოსწავლე ჩააბარებს
უნარ-ჩვევების ტესტს და არ დასჭირდება ზედმეტი წვალება და რეპეტიტორებში თანხის
გადაყრა. რადგან გვახსოვს, რომ სასკოლო პროგრამიდან მცირე ნაწილი ხვდებოდა ერთიანი
ეროვნულ გამოცდების ტესტებში“,- განაცხადა მურღულიამ.
მისი თქმით, ახალი ვერსია სტრატეგიული
თვალსაზრისით, უფრო მომგებიანია.
Internet.ge