სსიპ
საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, მემორანდუმი გაფორმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებების ჩატარება, ერთობლივი გამოცემები, სტუდენტების სტაჟირების ორგანიზება და სამეცნიერო საგანმანათლებლო
პროექტების
განხორციელება.
ურთიერთთანამშრომლობა
ასევე, ერთობლივი კვლევების ჩატარებას და კვლევის შედეგების გამოქვეყნებას ითვალისწინებს.
Internet.ge