სუბელიანმა დევნილებს საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა
დღეს საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა
მინისტრმა, კობა სუბელიანმა, აფრიკის დასახლებაში მცხოვრები დევნილები მოინახულა. მინისტრმა
ყოფილი „ბანკის შენობაში“ მცხოვრებ 30 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში
გადასცა.
აფხაზეთიდან
დევნილი 79 ადამიანი ე.წ. „ბანკის შენობაში“ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის
დაწყებიდან ცხოვრობს. 18 წლის მანძილზე მოხდა მათი ინტეგრირება გარემოსა და ადგილობრივ
მოსახლეობასთან. დევნილები დასაქამებულები არიან თბილისში და მის შემოგარენში. სწორედ
ამიტომ, მათივე მოთხოვნით, დაუკანონდათ დროებითი საცხოვრებელი ფართები, რომლებიც დეოკუპაციის
შემდეგაც მათ საკუთრებაში დარჩება.
ობიექტზე მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი და დღეიდან მათ უკვე შესაძლებლობა
აქვთ, შექმნან კორპუსის „ამხანაგობა“ და სურვილისამებრ მოაწყონ გარე ინფრასტრუქტურა.
ამასთან, მათ შეეძლებათ, არსებული პრობლემები რაიონის გამგეობასთან ერთად მოაწესრიგონ
და ისევე ისარგებლონ ქალაქის მერიის მომსახურებით, როგორც თბილისის სხვა რიგითი
მაცხოვრებლები აკეთებენ.
internet.ge