იტალიაში ბენზინზე
ახალი გადასახადი დაწესდა, რათა ჩრდილოეთ რაიონებში მომხდარი მიწისძვრისგან დაზარალებულებს
დაეხმარონ. უკანასკნელი ბიძგების შედეგად მიყენებული ზარალი 700 მილიონ ევროდ შეფასდა.
სტიქიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი - დაშავდა.
უკვე მეორე ღამეა,
რაც 14 ათასი ადამიანი კარავში იძინებს, რადგან საკუთარ სახლებში დაბრუნების ეშინიათ.
„ჩვენ ეს კარვების
ბანაკი 63 ადამიანისთვის შევქმენით, შემდეგ კიდევ 200 შემოგვიერთდა. ახალი მიწისძვრის
შემდეგ კი აქ უკვე 237 ადამიანი ცხოვრობს,“ - განაცხადა ერთ-ერთი ბანაკის სამოქალაქო
უსაფრთხოების ხელმძღვანელმა რიკარდო კონტემ „ევრონიუსთან“.
29 მაისს მომხდარი
პირველი მიწისძვრის შემდეგ, ქალაქ მოდენაში კიდევ 60 ძლიერი ბიძგი დაფიქსირდა. მოსახლეობის
ნაწილს საცხოვრებელი ადგილი აღარ აქვს, ნაწილს კი სახლში დაბრუნება არ სურს.
დიდი მსხვერპლის გამო
4 ივნისი ქვეყანაში ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა.
internet.ge