საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული
მონაცემების მხიედვით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 4 497.6 ათასი შეადგინა.
ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 28.4 ათასი
ადამიანით გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო დადებითი მიგრაციული სალდოსა (20,2 ათასი)
და ბუნებრივი მატების (8,2 ათასი) ზრდამ.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 47,7
პროცენტს მამაკაცები, ხოლო 52,3 პროცენტს ქალები შეადგენენ.
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებელი კი 74,5 წელია.
Internet.ge